საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა.
საჯარო ლექცია, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მასში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სტუდენტებს საარჩევნო პროცესებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.