10/03/2025
"ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის” მსმენელთა რეგისტრაცია იწყება
ფაკულტეტზე არსებულ “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის” საგაზაფხულო სესიისთვის მზადება დაიწყო.
ცენტრის მსმენელად დარეგისტრირება და მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9-12-ე კლასების მოსწავლეებს.
ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა. ცენტრში დარეგისტრირება და სწავლა უფასოა.
ვის შეუძლია სესიით გათვალისწინებულ პროგრამაში მონაწილეობა?
- ვისაც სურს, თავის მომავალ პროფესიად „ბიზნესის ადმინისტრირების“ მენეჯერობა აირჩიოს;
- ნებისმიერი სხვა პროფესიის არჩევის შემთხვევაში, ვინც არ გამორიცხავს მომავალში საკუთარი ბიზნესის დაწყებას;
- ვისაც, სურს საკუთარი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, 21-ე საუკუნის ზეპროფესიული უნარების დაუფლების გზით.
ჩვენი მისიაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის მეწარმეობასა და ლიდერობაზე ცოდნის სისტემური ფორმით გადაცემა და ამ გზით მყარი წარმოდგენების შექმნა პიროვნების მომავალ პროფესიაზე.
ჩვენი სურვილია დავეხმაროთ ახალგაზრდებს თავისი მომავალი პროფესიის სწორ და გააზრებული არჩევანის არჩევისას.
ცენტრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული ახალი საქმიანი თაობის ჩამოყალიბებას, დაეხმაროს თითოეულ მოზარდს შექმნას საკუთარი წარმატების ისტორია.
პროექტის მიზანია, ტრენინგის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ სასკოლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს გაიზარდოს მოსწავლეთა ცნობიერება და ჩართულობა ბიზნესსა და მეწარმეობასთან მიმართებაში.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: მეწარმეობის არსი, სამეწარმეო აზროვნება, ბიზნეს იდეის წყაროები, ფინანსური აზროვნება, მენეჯმენტის არსი, მარკეტინგის არსი, ლიდერობა და გუნდურობა, კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა, დროის მენეჯმენტი, საქმიანი ეტიკეტი, ემოციური ინტელექტი, კრიტიკული აზროვნების ელემენტები და XXI საუკუნის სხვა უნარები.
ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროგრამის გავლის შემდეგ, ცენტრის მსმენელზე გაიცემა სერტიფიკატი.
ცენტრის საგაზაფხულო სესია დაიწყება 2025 წლის 29 მარტს, გაგრძელდება ხუთი კვირა (ტრენინგები ჩატარდება შაბათობით-2 აკადემიური საათი, თბილისი, კოსტავას 77, მე7 სართული) და დამთავრდება 3 მაისს.
ცენტრში დარეგისტრირება და სწავლა უფასოა.
ცენტრის მსმენელად დარეგისტრირება შესაძლებელია 2025 წლის 25 მარტამდე. სარეგისტრაციო ბმული
მსმენელები, სასურველია გაერთიანდნენ, ფეისბუკში, მათთვის სპეციალურად შექმნილ ჯგუფში
საშუალო სკოლების მიერ, სესიაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფური სარეგისტრაციო განაცხადი, შესაძლებელია გამოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ
ელექტრონულ მისამართზე: m.mikelashvili@gtu.ge
გაცნობებთ, რომ "ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის" ხელმძღვანელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი მერაბ მიქელაშვილი.
გთხოვთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ მერაბ მიქელაშვილს ტელ: 5(99)558355; 5(74)558355 ან ელექტრონულ მისამართზე
m.mikelashvili@gtu.ge