სტუ
31/01/2025

საჯარო ლექცია „მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“

0e79dcc4-3b0e-4a21-a243-75b1523c64a5.jpg


2024 წლის 27 დეკემბერს სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა მედეა ჭელიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“. 

საჯარო ლექცია ჩატარდა ფაკულტეტის შიდა პროექტის - „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ ფარგლებში. 

ლექციას ესწრებოდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი გუგული ყურაშვილი, საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რატი ბურდიაშვილი, ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ლექციის ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ და სტუდენტებმა გამოთქვეს აზრი და დასვეს შეკითხვები. სტუდენტების მხრიდან გამოითქვა აზრი დარგის თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე მსგავსი ლექციების და შეხვედრების გაგრძელების სასურველობასთან დაკავშირებით.