სტუ
25/12/2024

“უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” - ტრენინგს პროფესორი თამარ დევიძე დაესწრო

fd15c2a5-f27c-4930-af93-c978911fc4e3.jpg

24 დეკემბერს, ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ  ტრენინგი “უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში” ჩაატარა, რომელსაც  თსუ-ის პროფესორი ლელა მირცხულავა უძღვებოდა.

ტრენინგს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარი დევიძე და ფაკულტეტის მაგისტრანტები მაია კვარაცხელია და თამარ ოთინაშვილი დაესწრნენ. 

ტრენინგი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ცოდნა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წინსვლაზე, ბიზნესში ქალების ციფრული გარიყულობის და ონლაინ უსაფრთხოების მიმართ, რაც გულისხმობს ქალების წინაშე არსებული გამოწვევების გაგებას ტექნოლოგიების დახმარებით გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

დამსწრე საზოგადოებისთვის ტრენინგი ძალიან საინტერესო  და სასარგებლო აღმოჩნდა. მონაწილეთა პირად პრაქტიკებთან დაკავშირებული კონტექსტური სიტუაციების განხილვისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით გაიმართა ღრმა და შინაარსიანი დისკუსია. აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცათ.