სტუ
20/12/2024

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დღე

20241219_131037 (1).jpg

19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის დღე აღინიშნა. 

ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა „კირილესა და მეფოდიის“ სახელობის ველიკო-ტირნოვოს უნივერსიტეტის (St.Cyril and St.Methodius University of Veliko Tarnovo) პროფესორი მარიანა პეტროვა, რომელმაც აღნიშნული უნივერსიტეტის სახელით მიულოცა დეპარტამენტს იუბილე და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. მისივე თქმით, ის უნიკალური სასწავლებელია, რომელმაც ჰარმონიულად გააერთიანა ინტელექტუალური და საგანმანათლებლო პოტენციალი.

“თანამედროვე სამყაროში სტრატეგიულ ამოცანად გვევლინება სამეცნიერო საზოგადოების ინფორმირება გლობალური ეკონომიკის პრობლემებისა და პერსპექტ-ივების შესახებ. დღეს, სწრაფად მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საიმედო პარტნიორული მხარდაჭერა, ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან” - განაცხადა მარიანა პეტროვამ. 

პროფესორმა მარიანა პეტროვამ შეხვედრის დროს ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში (მაგალითად: Scopus, Web of Science) სამეცნიერო ნაშრომების ინდექსირების აქტუალური საკითხების შესახებ.

პროფესორმა მარიანა პეტროვამ იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა პოზიტიურად და კონსტრუქციულად განვითარდება და ორივე მხარისათვის საინტერესო იდეებითა და პროექტებით გამდიდრდება. 

“ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება საკუთარი წვლილის შეტანა საერთაშორისო დონის ამოცანების გადაჭრაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში”-აღნიშნა პროფესორმა მარიანა პეტროვამ. 
  
შეხვედრის ბოლოს პროფესორმა პეტროვამ წარმატებები უსურვა დეპარტამენტს მის მომავალ საქმიანობაში.