სტუ
27/11/2024

სტუდენტთა საყურადღებოდ!




საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 12 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე :  ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა საჯარო მმართველობაში".

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის  (ჰარმონიზაციის ცენტრი) დეპარტამენტი მოტივირებულია აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები და ფართო მასშტაბიანი კამპანია აწარმოოს აკადემიურ და სამეცნიერო წრეებთან. საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“,    შიდა სახელმწიფო კონტროლის,დეპარტამენტს  აქვს უნიკალური როლი საქართველოში, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის(PIFC) რეფორმის დანერგვასა და განვითარებაში.                    ჰარმონიზაციის ცენტრი წარმოადგენს ერთეულს, რომელიც თანამშრომლობს  სახელმწიფო სტრუქტურებთან როგორც ცენტრალურ, ასევე ავტონომიურ და მუნიციპალურ დონეზე, რათა მოხდეს ფინანსური მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების           შესაბამისი დანერგვა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. შეხვედრა  სადაც განიხილება  PIFC რეფორმის მნიშვნელობა, ამ რეფორმის განხორციელების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევები, პროგრესი და  სამომავლო გეგმები.

საჯარო ლექციის მიზანია:

სტუდენტებისთვის, შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავება. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია სტუდენტებს გავაცნოთ PIFC-ის  ძირითადი პრინციპები და გავუზიაროთ ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაგროვდა რეფორმის  მიმდინარეობისას. ამ ცოდნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა მათი პროფესიული კარიერის დასაწყებად, რადგან საჯარო ფინანსებისა და რისკების მართვა ასევე გაზრდილი პასუხისმგებლობები და  ანგარიშვალდებულება თანამედროვე საჯარო მმართველობის აუცილებელი კომპონენტებია.

ლექციის სარგებელი სტუდენტებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მიიღებენ   არამხოლოდ  თეორიულ ცოდნას, არამედ გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებსა და  რეალურ ქეისებს სახელმწიფო მართვის სფეროდან, რაც ხელს შეუწყობს  მათ უკეთ გაიგონ და აღიქვან, როგორ ხდება მმართველობითი და ფინანსური რეფორმების დანერგვა და მართვა რეალურ გარემოში.  
ამასთან,საჯარო ლექცია,  ხელს შეუწყობს ჰარმონიზაციის ცენტრს, უფრო მჭიდრო  თანამშრომლობა დაამყაროს აკადემიურ ინსტიტუტებთან, რაც სამომავლოდ  სტუდენტების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ფორმებსაც მოიცავს, მათ შორის სახელმწიფო სტაჟირების შესაძლებლობებს