სტუ
31/05/2024

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მზევინარ ნოზაძის მივლინება

19 მაისიდან 24 მაისამდე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზევინარ ნოზაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის  2024 წლის 24 იანვრის კონკურსის შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის, ქ. სივასის უნივერსიტეტში, 2023/2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად იმყოფებოდა.

პროექტის ფარგლებში, მზევინარ ნოზაძემ „საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების“ აქტუალურ თემებზე ლექციები წაიკითხა. მან, ასევე,  მიიღო აქტიური მონაწილეობა ვორქშოფებში და კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვადასხვა  ღონისძიებაში.


ვიზიტი კეთილგანწყობილ ურთიერთთანამშრომლობისა და  სივასის უნივერსიტეტის მონაწილეების მხრიდან აქტიურ  მხარდამჭერ გარემოში წარიმართა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მზევანარ ნოზაძეს მასპინძლებმა უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება  გაუზიარეს.