სტუ
29/05/2024

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დამთავრდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დამთავრდა.

საგაზაფხულო სესია,  რომელიც 30 მარტიდან – 11 მაისს ჩათვლით მიმდინარეობდა, თბილისის  13 საჯარო და კერძო სკოლების 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ფაკულტეტთან არსებული “ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი” არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვანი უნარებს დაუფლებაში ეხმარება, რაც მთლიანობაში პროფესიის სწორად არჩევის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევთ.

სკოლის მოსწავლეებს ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა ლექციები წაუკითხეს ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა: მეწარმეობისა და ბიზნესის არსი; ანტრეპრენერობის არსი; სად ვეძებოთ ბიზნესიდეა; მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო...; ლიდერი და ლიდერობა;; მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში; ტურიზმი, როგორც მეწარმეობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება-ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი; პიროვნების დიზაინი - 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ 2018 წელს შეიქმნა.  არსებობის განმავლობაში, ცენტრის სესიებში მონაწილეობდნენ  თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს და სხვა რეგიონების 60-მდე საჯარო და კერძო სკოლის 350-მდე მოსწავლე.

მოსწავლეთა მხრიდან გამოხატული ინტერესი და მოტივაცია ცენტრის მომავალი მუშაობის გააქტიურების, ახალი საინტერესო თემატიკის მოძიებისა და დამუშავების, პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურების და მოსწავლეებისთვის პროფესიების სამყაროში საკუთარი თავის პოვნის საქმეში ძალისხმევის გაძლიერების საფუძველს იძლევა.

მოსწავლეების მიერ შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერილი მოსაზრებები, სურვილები და გამოხმაურებები, ცენტრს მისი მომავალი მუშაობის დაგეგმაში დიდ დახმარებას გაუწევს.