სტუ
28/05/2024

ნინო ქავთარაძემ და ნინო ომანაძემ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ლექციები ჩაატარეს

20-25 მაისამდე, პოლონეთში, ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში,  ევროკავშირის  მიერ დაფინანსებულ Erasmus+ აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა ნინო ქავთარაძემ და ასისტენტ-პროფესორმა ნინო ომანაძემ ლექციები ჩაატარეს. მობილობა უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას  ითვალისწინებდა.


ლექციების  პარალელურად სტუ-ის პროფესორებმა კოლეგებს  ინფორმაცია გააცნეს, როგორც უნივერსიტეტის, ასევე ფაკულტეტზე არსებული პროგრამების შესახებ. თავის მხრივ, ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან, გაზაფხულის სრული სემესტრის განმავლობაში,  ლექციების დისტანციურ რეჟიმში  წაკითხვის შეთავაზება მიიღეს.


საერთაშორისო მობილობის პროექტში მონაწილეობის დასტურად ნინო  ქავთარაძეს და ნინო  ომანაძეს  სერტიფიკატები გადაეცათ.