სტუ
20/05/2024

საჯარო ლექცია - „ეკონომიკური დანაშაული გერმანიაში“

23 მაისს 11.00 სთ-ზე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერიტეტის მოწვეული პროფესორი, ვილჰელმ ჰაუზერი საჯარო ლექციას - „ეკონომიკური დანაშაული გერმანიაში“ ჩაატარებს.

ლექცია სტუ-ის მე-6 კორპუსის 710 ა აუდიტორიაში გაიმართება. სტუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის დასწრება თავისუფალია.