ტურიზმისა და მარკეტინგის აკადემიური დეპარტამენტი დაარსდა 2021 წელს. სტუ-ის მისიიდან გამომდინარე, დეპარტამენტის მიზანია კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების და მკვლევარების მომზადება.
სასტუმრო მომსახურების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას, ჩვენი აკადემიური პერსონალი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ათვისების პროცესში განსაკუთრებულ დახმარებას უწევს სტუდენტებს, ასევე მნიშვნელოვანია ცნობილ სასტუმროებთან გაფორმებული მემორანდუმები.
ტურიზმისა და მარკეტინგის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა კოჭლამაზაშვილი
პროფესორი
მისამართი: ოთახი 713 ა, VI სასწავლო კორპუსი
ტელეფონი: 2 77 11 11 (7527);
ელ ფოსტა: l.kochlamazashvili@gtu.ge