სტუ
საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მნიშვნელოვანი რგოლია. ის აქტიურად არის   ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში. პროფესორ-მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაცია, საქმიანი, კოლეგიალური ატმოსფერო ყველა პირობას უქმნის სტუდენტებს თვითრეალიზებისა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებისთვის. დეპარტამენტს გააჩნია  საჯარო  მმართველობის  საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია, სადაც განხილული და დასაბუთებულია საჯარო მმართველობის სწავლების აუცილებლობის საკითხები, გაანალიზებულია მმართველობითი აზროვნების განვითარების   ტენდენციები, საჯარო მმართველობის სწავლების საფუძვლები და საჯარო მმართველობის თანამედროვე მიმართულებები, ჩამოყალიბებულია განათლების პრინციპები საჯარო მმართველობის სფეროში. ნაჩვენებია, რომ  გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებული პრობლემები ძირითადად განპირობებულია საჯარო მმართველობის სათანადოდ მომზადებულ სპეციალისტთა უკმარისობით და, როგორც შედეგი,  ქვეყნის მართვის პროცესში საჯარო მმართველობის თეორიის მეცნიერულად და პრაქტიკულად უკვე მრავალგზის დადასტურებული მიღწევებისა და ეფექტიანი რეკომენდაციების ფაქტობრივი იგნორირებით. Aარა ერთი მეცნიერის და ექსპერტის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ საჯარო მმართველობის პროგრამები მნიშვნელოვან წილად განაპირობებს საქართველოში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, საჯარო მმართველობის კადრების მომზადების  მაღალ დონეს.  


საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გენადი იაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მისამართი: ოთახი 108 ა, VI სასწავლო კორპუსი
ტელეფონი:  2 77 11 11 (7511); 
ელ ფოსტა: g.iashvili@gtu.ge