ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დეპარტამენტი დაარსდა 2013 წელს. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამების სრულყოფაზე და გათვალისწინებული აქვს ახალი სამაგისტრო და სადოქტორო ინგლისურენოვანი პროგრამების დამუშავება. XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოში განვითარებულმა საზოგადოებისა და ეკონომიკის ცვლილებების გლობალურმა პროცესებმა აუცილებელი გახადა ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის მართვისა და სწავლების ორგანიზაციის ეფექტიანი მეთოდების დამუშავება, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი მენეჯმენტის განხორციელება. Dდეპარტამენტის წინაშე გამოიკვეთა ორი ძირითადი ამოცანა: სასწავლო პროცესის მოდერნიზაცია და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად არსებული ინტელექტუალური პოტენციალის, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნება-განვითარება. ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტში ხორციელდება კვლევები, რომელიც ეხება მენეჯმენტის ახალ მიმართულებებს:
ეთნო მენეჯმენტი;
ენტროპიის მენეჯმენტი;
სინერგეტიკული მენეჯმენტი;
ექსტრიმ მენეჯმენტი.
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევგგენი ბარათაშვილი
მისამართი: ოთახი 712 ბ, VI სასწავლო კორპუსი
ტელეფონი: 2 77 11 11 (7525);
ელ ფოსტა: e.baratashvili@gtu.ge
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.