სტუ

კონკურსები და გამოფენები სტუდენტების მონაწილეობით



•   2011 - წლის 26 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა ტრადიციული XXIV სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი, რომლის თემა იყო “არა ტერორიზმს”. იგი მიეძღვნა ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორსტული აქტის 10 წლისთავს და მის მსხვერპლთა ხსოვნას. ონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის 57 სტუდენტმა.


სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინა სტუ-ს საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“ სადაც 29 ნოემბერს 16.00 საათზე შედგა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
წამახალისებელი პრემიები მიიღეს: მარიამ ჭულუხაძემ (სტუ), ბესარიონ ლეჟავამ (თსსა), ირაკლი წოწორიამ (სტუ), სალომე მიქაბერიძემ თსსა), თამარ ბენაშვილმა (სტუ), თემურ თაბუკაშვილმა (თსსა). ორი მესამე პრემია დაიმსახურეს ნონა დავითაიამ (თსსა) და ვანიკო ქათამაშვილმა (სტუ). ორი მეორე პრემია წილად ხვდათ შოთა გელაშვილს (თსსა) და ბექა ხუციშვილს (სტუ), ხოლო ორი პირველი პრემია მარიამ გორჯოლაძეს და თამარ ცანავას (სტუ). საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ დაწესებული გრან პრი გადაეცა სტუ-ს სტუდენტს ქეთი სვანიძეს.  დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ ქ-ნმა იაროსლავა (ლოლა) პეტროვამ. მან მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და სტუდენტებს აშშ-სადმი თანაგრძნობისათვის და გამარჯვებულებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.
ჟურნალ “სტილის” რედაქტორმა ბატონმა დიმიტრი მოსულიშვილმა გამარჯვებულებს გადასცა ჟურნალ “სტილის” ბოლო ნომერი, ხოლო გრანპრის მფლობელს ქეთი სვანიძეს გადაეცა წიგნი – “თანამედროვე ქართველი არქიტექტორები”.  გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ სტუ-ს და თსსა-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
•   2011 - წლის 24-28 ოქტომბერს  ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო არქიტექტურული ვორქშოფი თემაზე: „ქ. თბილისის ისტორიული ცენტრის რეკონსტრუქცია-რენოვაცია და რეაბილიტაცია“. ვორქშოფის ორგანიზატორები იყვნენ ჩეხეთის და საქართველოს არქიტექტირთა კავშირები, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, განვითარების ფონდი, ა.ქუთათელაძის სამხატვრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დეველოპერული კომპანია NDჩ (საქართველო), არქიტექტურული ატელიე KAშUA (ჩეხეთი),
ვორქშოფის მიზანი იყო ქ. თბილისის ისტორიული ბირთვის, ბარათაშვილის ქუჩასა და მშრალ ხიდს შორის მოქცეული ტერიტორიების სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარენოვაციო საპროექტო წინადადების შემუშავება.

 







ვოექშოფის მიმდინარეობისას შეიქმნა სტუდენტთა შერეული საერთაშოპრისო სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც ჩართულები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის, ქ.თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის, პრაღის არქიტექტურის ინსტიტუტის და ვალენსიის არქიტექტურული სკოლის წარმომადგენლები, აგრეთვე უმაღლესი სკოლების პედაგოგები, პრაქტიკოსი არქიტექტორები, დარგობრივი სახელმწიფო სამსახურები, უცხოელი სპეციალისტები, ბიზნესისი წარმომადგენლები.წარმომადგენლები.
ვორქშოფის მიმდინარეობას სერთო ხელმძღვანელობას უწევდნენ: საქრთველოს მხრიდან სამხატვრო აკადემიის პროფესორი გიგა ბათიაშვილი და შაქრი ქურდიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ნინო იმნაძე, საქართველოს არქიტექტურის კავშირიდან გიორგი ყიფიანი. ჩეხეთის მხრიდან არქიტექტურულ დიველოპერული ფირმა „კასუას“ გენერალური დირექტორი ბატონი ოლეგ ჰამანი. ვორქშოფის შედეგები საერთაშორისო ჯგუფებმა წარმოადგინეს დასკვნით პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართასაქართველოს არქიტექტორთა კავშირის საგამოფენო დარბაზში 2011 წლის 29 ოქტომბერს.

•   2011 - წლის 16 დან 23 ოქტომბრამდე სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა უმაღლესი არქიტექტურული სკოლების 2011 წლის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების XX საერთაშორისო დათვალიერება კონკურსი არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც ერევნის არქიტექტურის და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლის საიუბილეო დღეებს მიესადაგა. პარალელურად მიმდინარეობდა სამეცნიერო კონფერენცია “ევროპულ არქიტექტურულ განათლებაში ინტეგრაცია რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით”, რომელიც არქიტექტურული განათლების პრობლემებს მიეძღვნა.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 78 არქიტექტურული სკოლის 565 ნამუშევარი, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, იტალიდან და ესპანეთიდან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტმა კონკურსზე წარადგინა 6 სადიპლომო ნამუშევარი, რომელთაგან 3-3 სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომი იყო.
ჩვენმა წარგზავნილებმა ამ დათვალიერება-კონკურსზე დიდ, აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწიეს.
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით I პრემია.
დაიმსახურეს მაგისტრანტებმა:
ლევან მათიაშვილმა - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტისათვის, გიორგი შაყულაშვილმა სამთოსათხილამურო კომპლექსის პროექტისათვის ბაკურიანში (ხელმძღვანელი გია ნადირაძე); გიორგი მელაძემ თანამედროვე გარემოში ახალი საცხოვრისის პროექტისათვის (ხელმძღვანელი მედეა მელქაძე):
ბაკალავრებმა:
ალექსანდრე ხასიამ - მრავალფუნქციური ბიზნეს-ცენტრის პროექტისათვის,
ნანა ლეკვეიშვილმა - სასტუმრო კომპლექსის პროექტისათვის 100 ადგილზე (ხელმძღვანელი ზაზა სვანაძე). ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე პრემია მიენიჭა ბაკალავრ ვახტანგ ნემსაძეს - სასტუმრო კომპლექსის პროექტისათვის 300 ადგილზე (ხელმძღვანელი მედეა მელქაძე).
•   2011 - წლის 24–26 მაისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა საერთაშორისო აკადემიური ვორქშოფი არქიტექტორებისა და ქალაქმგეგმარებლებისათვის, რომლის 
თემა გახლდათ „ვარნა 2019.¬ ოქროსფერი სინათლის ქალაქი / VARNA 2019. GOLDEN LIGHT CITY“. ამ ვორქშოფში, რომლის ორგანიზატორები ვარნის პორტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობით განვითარებასთან დაკავშირებით ახალი იდეების ბანკის შექმნას ისახავდნენ მიზნად, მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა პროფესორმა პავლე ძინძიბაძემ და მე–4 კურსის სტუდენტებმა ვახტანგ ნემსაძემ და გიორგი ხიმშიაშვილმა. მათ მიერ შესრულებულმა პროექტმა საერთაშორისო არქიტექტურული საზოგადოების დიდი ყურადღება და სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს.
  2010 - წლის 23 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის გარეუბანში, სერჟი-პონტუაზში შეჯამდა 28-ე ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო კონკურსის და ვორქშოფის შედეგები, რომელშიც ჩვენი მაგისტრანტები ვასილ გიორგაძე და ლაშა ჩხაიძე მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ჟიურიმ რომლის შემადგენლობაში ცნობილი არქიტექტორ-ურბანისტები ბერტრან ვარნიე (Bertrand WARNIER), ჟან-მარი სტეფანი (Jean-Marie STEPHAN), როლანდ კარტაუსი (Roland KARTHAUS) და სხვა შედიოდნენ, პირველი პრემია მიანიჭა ვასილ გიორგაძის ნამუშევარს, ხოლო ლაშა ჩხაიძის ნამუშევარმა მესამე ადგილი დაიმსახურა.


წლევანდელი კონკურსის თემა დიდი მეტროპოლიის საქალაქო და რურალური ურთიერთობების მოწესრიგების პრობლემების გადაჭრას მიეძღვნა. მასში სხვადასხვა ქვეყნის 35-ზე მეტი წინასწარ კონკურსში გამარჯვებული და შერჩეული კანდიდატი ღებულობდა მონაწილეობას. 
•   2010 - წლის 11 ივლისს გოეთეს ინსტიტუტში შედგა ვორქშოფის და კონკურსის “ძველი თბილისის იდენტურობა და სული“ შედეგების შეჯამება. კონკურსის ორგანიზატორები
 იყვნენ ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ICO
MOS საქართველო. კონკურსი ,,ძველი თბილისის იდენტურობა და სული”, რომელიც გაიმართება 2010 წლის 15 მარტიდან – 15 ივნისის ჩათვლით არის ნაწილი პროექტი

ილისის ინდივიდუალურობა და სული” (“Old Tbilisi Identity and Spirit” დეტალები შეგიძლიათ იხილოთ www.facebook.com, აღნიშნული გვერდის მისამართზე -სა ‘ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ,,ძველი თბ
http://www.facebook.com/home.php?#!/pages/Old-Tbilisi-Identity-and-Spirit/337946047303?ref=mf )