სტუ

2022 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ შეირჩა უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“.


თითოეული ფაკულტეტის აკადემიური მიმართულების შესაბამისად შეიქმნა განმასხვავებელი სიმბოლოები, რომლებშიც ინტეგრირებულია აბრევიატურის ელემენტი „ტ“, რადგან სწორედ სიტყვა „ტექნიკური“ გამოხატავს უნივერსიტეტის არსს. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სიმბოლოს ინსპირაცია მარტივი ელემენტებისგან შექმნილი არქიტექტურული ნახაზი გახდა.