სტუ
01

100 წლიანი ისტორია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა არქიტექტურული პროცესის რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებას. არქიტექტურის ფაკულტეტი არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ერთ-ერთი უძველესი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული. ფაკულტეტის ისტორია 1922 წლიდან იწყება.

02

საგანმანათლებლო პროგრამები

ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის პროგრამები აკრედიტირებულია. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა 100%-ით სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

03

ფაკულტეტზე საქართველოს დამსახურებული პრაქტიკოსი არქიტექტორები მოღვაწეობენ

ფაკულტეტზე საერთაშორისო აკადემიის წევრი აკადემიკოსები და საქართველოს დამსახურებული პრაქტიკოსი არქიტექტორები მოღვაწეობენ. პედაგოგთა უმრავლესობა მუშაობს რეალურ დაპროექტებაზე, არის მთელი რიგი რეალიზებული ობიექტებისა და პროექტების ავტორი, არაერთი პროფესიული კონკურსის გამარჯვებული და სამხატვრო გამოფენების მონაწილე.

04

გაცვლითი პროგრამები

ფაკულტეტი, სტუ-ს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურადაა ჩართული ევროკომისიის პროგრამა ERASMUS + და სხვა საერთაშორისო პროგრამების აქტივობებში. შესაბამისად, სტუდენტებისათვის შესაძლებელია საერთაშორისო გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში.

05

სტუდია „არქიტეტურული პოეტიკა“ და საქართველოში ერთადერთი არქიტექტურული ფიზიკის ლაბორატორია.

საგანი „არქიტექტურის პოეტიკა“ მოიცავს სალექციო კურსს, სადაც არქიტექტურა განხილულია კულტუროლოგიურ პრობლემათა ველში. უნიკალური სტუდია სახელოსნო „არქიტექტურის პოეტიკა“ თავისუფლების ის სივრცეა, სადაც სტუდენტი თამაშის ენით დიალოგში შედის კულტურასთან და ქმნის საკუთარს - ახალს, თამაშის ფორმით.

06

თეატრი და სპორტი

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებსა და თვითშემოქმედებაში.

07

საერთაშორისო და ადგილობრივ ვორქშოფებში მონაწილეობა

ფაკულტეტის სტუდენტები სწავლის პერიოდში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ ვორქშოფებსა და კონკურსებში.

08

წარმატებული კურსდამთავრებულები

ფაკულტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და ქმნიან უნიკალურ პროექტებს.

09

უცხოელი სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამები

ქართულ პროგრამებთან ერთად, ფაკულტეტზე ასევე ხორციელდება ერთი უცხოენოვანი პროგრამა - რუსულენოვანი არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა.

10

სამეცნიერო კვლევები და თანამედროვე ლაბორატორიები

ფაკულტეტზე მიმდინარეობს მაღალპროფესიული სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში; ფაკულტეტის ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური ლიტერატურით როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული.