სტუ

მოდის დიზაინის ტექნოლოგიები

დეპარტამენტი ახორციელებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“. აღნიშნული პროგრამა არქიტექტურის ფაკულტეტზე 2015 წელიდან ფუნქციონირებს.

მოდის დიზაინის ტექნოლოგიები წარმოადგენს სინთეზურ ხელოვნებას, სადაც მოიაზრება ჩაცმის, სტილისა და ფასეულობების ვიზუალური და ტექნიკური ასპექტები.

სტუდენტი ღებულობს ინტეგრირებულ ცოდნას, როგორც მხატვრულ-ტექნიკურ მოდელირებაში, ასევე თანამედროვე ნოვატორულ და კრეატიულ ტექნოლოგიებში. პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრი მზად იქნება მოდური ტენდენციების, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური მიღწევების, თუ კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციული მიმდინარეობების გამოყენებით, შექმნას თანამედროვე, მაღალი მხატვრულ-ტექნიკური და ესთეტიკური ღირებულების მქონე დიზაინერული პროდუქტი (კოსტუმი, ფეხსაცმელი, აქსესუარები). ათვისებული ზოგად-თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, ბაკალავრი შეძლებს მოდის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას.

სამოსის დიზაინის პროგრამის წამყვანი სპეციალისტები: პროფესორი - ლ. ლურსმანაშვილი, ასოცირებული პროფესორი - ნ. ფხაკაძე,ლ. გერგეშელიძე, ასისტენტ-პროფესორი ნ. გზირიშვილი, მოწვეული მასწავლებლები გ. ალოევა და თ. ვაშაკიძე.