17/05/2018
უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას უზბეკეთის სააქციო საზოგადოების „UZ WINE INDUSTRY“ დირექტორი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კონსუტაციებისა და ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება უზბეკი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.
ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით მხარდაჭერასა და საერთო კვლევების განხორციელებას გულისხმობს.
თანამშრომლობის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის პროფესორების დახმარებით უზბეკეთში, კერძოდ ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაარსდება სომელიეთა სკოლა. მემორანდუმი საერთო პროგრამების განხორციელებას და განვითარებას, საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების მოწყობას, მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარებას გულისხმობს.