26 აპრილს, აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ფაკულტეტზე საჯარო ლექცია გაიმართა.
ქართველმა ენოლოგმა და საერთაშორისო ექსპერტმა პროფესორმა ლადო უზუნაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „ქართული ღვინო, მისი ფენომენი და მომავალი“. სტუმარმა ახალგაზრდებს შეახსენა დარგის ისტორია, გაუზიარა ევროპასა და ავსტრალიაში მიღებული გამოცდილება, მსოფლიო ჭრილში მიმოიხილა ქართული ღვინო.
ლექცია - დისკუსია კითხვა -პასუხის რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ინფორმაცია სტუმრის შესახებ
