საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ჩართულობით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის ვეტერინარიისა და მეცხოველეობის სპეციალობების სტუდენტები კომპანია „ნუტრი მაქსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, კომპანიას ბაზარზე 18 წლიანი გამოცდილება აქვს და მათი პროდუქცია გარდა შიდა ბაზრისა უცხოურ ბაზარზეც კონკურენტუნარიანია.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სტუდენტებს დავეხმაროთ მათი პროფილის დამსაქმებლებთან შეხვედრაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს იყო და თუ სტუდენტების აქტივობას შევაფასებთ, ვფიქრობთ, რომ შედეგი მიღწეულია“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ინფორმაციისთვის, კომპანია "ნუტრიმაქსი" აწარმოებს ცხოველთა კვების პროდუქტებს და აქვთ ორი დიდი წარმოება თბილისში. სტუ-ში ეს იყო მათი მეორე ვიზიტი.