სტუ
04/12/2024

სტუ-ის მონაწილეობით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დუალური განათლების პროგრამის სამუშაო ვერსია მომზადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დუალური განათლების პროგრამის სამუშაო ვერსია მომზადდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, სატყეო საქმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამით, ოთხწლიან საერთაშორისო პროექტში - DUGEOR, 2023 წლის იანვრიდან მონაწილეობს.

DUGEOR-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლობითა და აქტიური ჩართულობით, ყველა დაინტერესებული მხარის განსხვავებული საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად, მოხდა საჭიროებების და სპეციფიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და შემუშავდა ორმაგი უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დუალური განათლების დანერგვასა და ევროპული განათლების განვითარებას.

პროგრამა DUGEOR-ის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება: მათ შორის, 4 უცხოური (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია - ვენგო ჯგუფი (VENGO), Wilhelmsen Port Services Georgia, WPSG, INTERLOGGEORGIA INTLOG, ღვინის კომპანია „SHUMI“; კონსორციუმის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ეროვნული სატყეო სააგენტო.

DUGEOR-ი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. დეტალები იხილეთ ბმულზე.