საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი გაიხსნა.
სამეცნიერო-პრაქტიკული ტრენინგი - „ვაზის სხვლა და ფორმირება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV- ის ფარგლებში, FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი ატარებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის თქმით, ფაკულტეტი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისადაა აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებითა და აუდიტორიებით, სადაც როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება.
ბაკალავრიატის რვა პროგრამა კი, სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის René-1-ის (Universite de RENNES 1) მონაწილეობით ხორციელდება ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა.
როგორც ედიშერ კვესიტაძე აცხადებს, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ორი, ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომი აიღონ.