25 ნოემბერს, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა და მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ENPARD IV-ის ფარგლებში, ტრენინგს ატარებს.
ტრენინგი, რომლის სახელწოდებაა - “ვაზის სხვლა და ფორმირება” 09:30 საათზე დაიწყება და FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტი მევენახეობის დარგში ხულიო პრიეტო დიასი ჩაატარებს.
ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.
ხულიო პრიეტო დიასი მევენახე ინჟინერია, რომელსაც ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთ, ვენახის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე, იგი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია თეორიული და შემდეგ პრაქტიკული კურსის ჩატარება, რომელიც პრაქტიკულად საგურამოში განხორციელდება.