სტუ
24/11/2023

კოლაბორაცია მევენახე-მეღვინე სტუდენტებს შორის

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ორგანიზებით ფაკულტეტზე მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა იგეგმება.

სტუდენტური ღონისძიებები ხელს არა მარტო სტუდენტების, როგორც მომავალი მევენახე-მეღვინეების ურთიერთგაცნობას, არამედ მათი საქმიანობის წარდგენას, და გამოცდილების გაზიარებას უწყობს.

თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა და  გაზიარების მიზნით, 2023-2024 აკადემიური სასწავლო წლის პერიოდში გაიმართა კიდევ ერთი კოლაბორაცია მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის,  საბაკალავრო პროგრამის  „მევენახეობა და ენოლოგია“ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს შორის შორის.

ორდიპლომიანი პროგრამის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულმა სტუდენტებმა ლევან უზუნაშვილმა, ქეთევან ჭოხონელიძემ, მარიამ მაისურაძემ, ზურაბ მუმლაძემ და საბა სარდანაშვილმა უმცროსს კოლეგებს გაუზიარეს მევენახეობა-მეღვინეობაში გამოცდილება და წარუდგინეს საკუთარი პროდუქცია. სტუდენტურ აუდიენციას მიაწოდეს ინფორმაცია ყურძნის ჯიშის, რთველის, ყურძნის მიღება-გადამუშავების სპეციფიკის თაობაზე. გააცნეს ქარხანაში მიმდინარე პროცესები, ისაუბრეს მათ მიერ წარმოებულ ადგილწარმოშობის დასახელებისა და ქვევრის ღვინოებზე.

მესამე და მეოთხე კურსელთა შეხვედრა პროდუქციის დაგემოვნებითა და  დისკუსიით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება და  სხვადასხვა საფეხურის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისა და კურსის სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

აქტივობები ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის დეკანის მხარდაჭერით.