საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ბეჟას (პორტუგალია) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული სკოლის დეკანი მარია ჟოაო კარვალიო ეწვია.
ვიზიტის მიზანს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა არამარტო აგრარული, არამედ ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი შეხვდა თავის კოლეგას - სტუ-ს უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანს ედიშერ კვესიტაძეს. შეხვედრისას ხაზგასმით იქნა აღნიშნულ მზაობა ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან იმ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც რამოდენიმე წელია არსებობს უნივერსიტეტებს შორის. მან მოინახულა ფაკულტეტის ლაბორატორიული ბაზები, შეხვდა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან წაიკითხა თემატური ლექციები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია.
ასევე, პორტუგალიელმა კოლეგამ მოინახულა საქართველოში ზეთისხილის ბაღები და ზეითუნის ზეთის წარმოებას გაეცნო. ეწვია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზას, რომელიც წარმოადგენს სტუ-ს პარტნიორ ორგანიზაციას და დააგემოვნა ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული სამეცნიერო ნიმუშები. ეწვია ღვინის კომპანია „მეღვინეობა- ხარებას“ და გაეცნო ქართული ტრადიციული მეღვინეობის თავისებურებებს.
დაისახა მჭირდო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომლის დაგეგმვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ბეჟას (პორტუგალია) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული სკოლის დეკანის მარია ჟოაო კარვალიო მასპინძელი - აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტი გახლდათ.