სტუ
06/03/2023

სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ღვინის მარანში

მარანის „სევსამორა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის საგურამოში მარანში „სევსამორა“ სასწავლო ვიზიტი განხორციელდა.

კომპანიის დაარსების ისტორიასა და სტრატეგიაზე, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის, ქართლის ჯიშების განსაკუთრებულობასა და ტრადიციული მეღვინეობის თავისებურებებზე სტუდენტებს კომპანიის მთავარი მეღვინე გიორგი ახვლედიანი ესაუბრა.

მან სტუდენტებთან ქართლის რეგიონის თავისებურას, მისი ჯიშების მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. განიხილა ბიო ღვინის წაროებისადმი წაყენებული მოთხოვნები და მათ მიერ წარმოებული ბიო ღვინოები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ღვინის გაყიდვების, მარკეტინგისა და ტურიზმის განვითარების ბლოკს, რომელიც წარადგინა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მან სტუდენტებთან კომპანიის სტრატეგიული ბაზრები და მათი თავისებურებები მიმოიხილა, ისაუბრა ეტიკეტის შექმნის სპეციფიკაზე და განიხილა მომხმარებელთან ურთიერთობის მიზნით განხორციელებული აქტივობები, რომელიც ღვინის ტურიზმის განვითარების ერთერთ უმნიშვნელოვანესს საკითხს წარმოადგენს.

სტუდენტებმა დაათვალიერეს საწარმო, ტექნოლოგიური ხაზები, მოინახულეს ვაზისა და ღვინის მუზეუმი, რომელიც მოიცავს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საფეხურებს.

შეხვედრის დასასრულს მარანი სტუდენტებს ქართლის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოებით გაუმასპინძლდა.

მარანი სევსამორა დაარსდა 2015 წელს. მარანი 22 დასახელების ღვინოს აწამოებს, რომელთა შორის აღსანიშნავია   იშვიათი ვაზის ჯიშისგან წარმოებული ღვინო დანახარული და ოფიციალურად სერთიფიცირებული ბიო-ორგანული პროდუქციას.

მარან სევსამორას ღვინოები დაჯილდოებულია დაახლოებით 20 სხვადასხვა კატეგორიის მედლით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე.

აღსანიშნავია, რომ კერძო საწარმოსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მევენახეობისა და მეღვინეობის, ქართულ და ინგლისურ ენოვანი სამაგისტრო პროგრამის, ასევე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ კურსს საწარმოში ყოველწლიურად გადიან, დაგეგმილია ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაც, რაც სტუდენტების მაღალპროფესიონალური უნარ-ჩვევების განვითარებასა და მაღალპროფესიულ კადრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

კოლაბორაცია გრძელდება.

მიმდინარე წლის საგაზაფხულო სემესტრს მარანი „სევსამორა“ კვლავ უმასპინძლებს სტუდენტებს.