გამოიცა 2022 წლის 1-2 ივლისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ მონოგრაფია.
მონოგრაფიაში თავმოყრილია კონფერენციაში მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტთა და პროფესორთა სამეცნიერო ნაშრომები, მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც მეცნიერული კვლევების, ასევე ბიზნესის - კერძოდ ღვინის ტურიზმის მიმართულებით.