სტუ
04/10/2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიტა გლობალის დელეგატების სამუშაო შეხვედრა გაიმართა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 25-30 სექტემბერს პროექტის „VitaGlobal“ დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ესპანეთის, ჩილეს, ურუგვაის, მონტევიდეოს და სამხრეთ აფრიკის წამყვანი უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორები და ექსპერტები.  

შეხვედრის მიზანს ქართული მევენახეობა-მეღვინეობისა და მისი საგანამანთლებლო პროგრამების გაცნობა, ერთობლივად შემუშავებული სასწავლო კურიკულემების დახვეწა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობების დაწყება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, რომელიც ითვალისწინებს ღვინის ტურიზმსა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრეინინგ კურსების შემუშავებას“ - აღნიშნა ფაკულტეტის პროფესორმა, მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჩხარტიშვილმა.

საქართველოში 5 დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ჯიღაურას სამეცნიერო ბაზა, ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ჯიშის ქართული ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართა კახეთშიც.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტის „VitaGlobal - სოფლის მეურნეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია“ ორგანიზებით განხორციელდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ჩილეს, ურუგვაის, მონტევიდეოს, სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, არგენტინის, იტალიის, პორტუგალიისა და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორები და ექსპერტები.

დელეგაციას აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამეტნი მასპინძლობდა.