სტუ
13/05/2022

1 და 2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია




მიმდინარე წლის 1 და 2 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას:

„მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“

 

რომელსაც აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტები, „იტერ ვიტის საქართველოს“ და მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან (საუნივერსიტეტო) ერთობლივად ატარებენ.

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური;

კონფერენციისა და მისი პარტნიორების, მონაწილეობის მიღების და სრულად სხვა დეტალების შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულს ლინკს (ქართული და ინგლისური ვერსია):

 ლინკი: gtu.ge/vitis