"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023" გახლავთ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ :
განათლება
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
ჰუმანიტარული მეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სამართალი
მენეჯმენტი
საჯარო მმართველობა.
იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება :
დაინტერესებული უნდა იყოთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე
უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის
უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინუმუმ B2 დონე), ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 10.01.2022-დან 10.02.2022-ის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნათია მსხალაძეს: natia.mskhaladze@institutfrancais.ge