სტუ

2014 წელს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნათან ერთად ჩამოყალიბდა აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი იოსებ სარჯველაძე.

დეპარტამენტის მიზნები:

  1. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრარულ სფეროში პროფესიული კადრების მომზადება;
  2. საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+ და ა.შ.) მონაწილეობა;
  3. ხარისხისა და უწყვეტი განვითარების მოთხოვნების შესაბამისად აგრარულ დარგში შედეგზე ორიენტირებული განათლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოება, ადგილობრივი და რეგიონული ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით კვლევისა და ეთიკური გარემოს ფარგლებში მდგრადი განვითარება;
  4. მომავალ დამსაქმელეთა სწავლების პროცესში ჩართვის მიზან ეფექტური ფორმების მოძიება;
  5. საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა;
  6. სტუდენტსა და ინსტიტუციას შორის უკუკავშირის საფუძველზე პროგრამების შესაძლო განვითარება;
  7. სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან უკუკავშირის საფუძველზე კურიკულუმების შესაძლო განვითარება;

აგრარული ტექნოლოგიები შეასწავლის–მევენახეობის, მეხილეობის, მინდვრისა და სასათბურე კულტურების წარმოებისათვის კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად უვნებელი პროდუქტების წარმოებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, აგრარული კულტურების მავნებელი დაავადებებისა და სარეველების გავრცელების პროგნოზირებასა და მათი მოქმედების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანების გამოყენებას აგრარულ ტექნოლოგიებში.

აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მიმდინარეობს 12 სასწავლო პროგრამა. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) სასწავლო პროგრამები დაფინანსებულია 100%-ით.

სასწავლო პროგრამა სატყეო საქმე ფუნქციონირებს სასწავლო პროგრამის სამივე საფეხურზე.

აგრარული ტექნოლოგიების დეპარატემენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. კერძოდ, თანამშრომლებს აქვს შესაბამისი პროფილის უმაღლესი კვალიფიკაცია, გარდა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებებისა ისინი თავის მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევიან როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულებებში, ისეთებში, როგორიებიცაა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასაწავლებლებთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში და პროექტებში, ასევე Erasmus + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში.