სტუ
25/07/2025

ფერმერი სტუდენტები საველე სწავლებაზე

IMG_4440.jpeg

გურია-აჭარის მთისწინეთში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებითა და მთის სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, სასწავლო პრაქტიკა ჩატარდა, სადაც სტუდენტებმა ინოვაციური, კლიმატგონიერი ტექნოლოგიები ადგილზე შეისწავლეს.

ტრენინგი მოიცავდა სტუდენტების მიერ საკუთარი ხელით მოყვანილი ორგანული პროდუქტების ადგილზე შეფასებასა და დაკვირვებას, აგრეთვე ორგანული წარმოების მართვასთან დაკავშირებული დინამიური პროცესების შესწავლას. 

ეს გამოცდილება სტუდენტებს ეხმარება, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია მთის მდგრადი განვითარების მომავალი ლიდერებისთვის!

იხილეთ ანგარიში.