ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის #333 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიიული პირის - ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანჯ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიერთების გზით.
ინსტიტუტის ოფიციალური დასახელებაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სამთო-გეოლოგიურ და სამშენებლო სფეროში, კერძოდ:
ა) პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება
ბ) სპეციალისტთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება.
2011-2018 წლებში ინსტიტუტი ახორციელებდა პროფესიული განათლების პროგრამებს სამ საფეხურზე: (III – IV – V):
2018 წლის გაზაფხულზე ინსტიტუტმა გაიარა ავტორიზაცია სამი მოდულური პროფესიული პროგრამის „სამთო ტექნიკოსი“, „სამთო ელექტრომექანიკოსი“, „მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“ დასამატებლად.
2019 წელს ინსტიტუტმა კვლავ გაიარა ავტორიზაცია სამი მოდულური პროფესიული პროგრამაზე „მებათქაშე“, „მღებავი“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ .
ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციური კადრებით.
2011 წლიდა ნ 2021 წლამდე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა რევაზ ცნობილაძე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა როგორც ტყიბულის სამთო-ტექნოლ;ოგიური ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში ,ასევე ზოგადად პროფესიულ განათლებაში.
2021 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია გრიგოლ ცნობილაძე.
ტყიბულის სამთო ტექნოლოგიურ ინსტიტუტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს კვალიფიციური კადრების მომზადებით რეგიონის განვითარებაში.
ინფორმაციის ტექნოლოგია
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში.
პროგრამის მიზანი: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროგრამის ხელმძღვანელი: ლევან ბრეგაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
მებათქაშე
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში.
პროგრამის მიზანი: შემუშავებულ იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას კედლის დაფარვის სამუშაოებში.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: საბათქაშე სამუშაოების შემსრულებელი; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი; სამღებრო სამუშაოების შემსრულებელი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.
პროგრამის ხელმძღვანელი: ვარლამ ალავიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
მღებავი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში
პროგრამის მიზანი: შემუშავებულ იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას კედლის დაფარვის სამუშაოებში.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: საბათქაშე სამუშაოების შემსრულებელი; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი; სამღებრო სამუშაოების შემსრულებელი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.
პროგრამის ხელმძღვანელი: დარეჯან გორგიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამთო საქმეში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სამთო პროფილის საწარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიურ პროცესში გამოყენებულ მანქანა-დანადგარების შეუფერხებელ მუშაობას, ტექნოლოგიური პროცესის დადგენილი რეჟიმის მიხედვით სრულყოფილად და უსაფრთხოდ წარმართვას. პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენას და დროულად აღმოფხვრას
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სამთო საწარმოებში, კერძოდ მყარი წიაღისეულის (მანგანუმის, სპილენძის, ოქროს, ტყვიის, თუთიის, ბარიტის, რკინის, ვერცხლის, ნახშირის, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების და სხვა) მომპოვებელ და გადამამუშავებელ ორგანიზაციებში.
პროგრამის ხელმძღვანელი: მარიზი შეყილაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
სამთო ელექტრომექანიკოსი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამთო საქმეში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სამთო - ტექნოლოგიურ, საგამყვანო და წმენდითი სამუშაოების პროცესებში მონაწილეობას, ამ პროცესებში უწესრიგობების გამოვლენა-აღმოფხვრას და უსაფრთხო მომსახურებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს მიწისქვეშა სამთო საწარმოებში (შახტები, მაღაროები), სატრანსპორტო გვირაბებში (სარკინიგზო, საავტომობილო), მეტროპოლიტენში.
პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი თაბაგარი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4
სამთო ტექნიკოსი

პროგრამის ხელმძღვანელი: ბადრი კობახიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. ტყიბული, კ.ლომაძის მოედანი N4