სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი. სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი შეიქმნა 2006 წელს სამთო პროფილის კათედრების გაერთიანების საფუძველზე. დეპარტამენტის უფროსი, მისი დაარსებიდან დღემდე, არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ: ი. გუჯაბიძე.
ამჟამად, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტში მიმართულებების სახით შედის სამთო პროფილის ყოფილი კათედრები:
სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრა. 1922 წლის 16 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაფუძნებამ საფუძველი დაუდო 9 საინჟინრო სპეციალობას, მათ შორის იყო სამთო-საექსპლუატაციო სპეციალობა. კათედრას 1938 წლამდე სამთო ხელოვნების კათედრა ეწოდებოდა. კათედრა 2006 წელს სამთო პროფილის სხვა კათედრებთან ერთად გაერთიანდა სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტში.
კათედრის უცვლელი ხელმძღვანელი, მისი დაარსების დღიდან 1950 წლამდე, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გ. წულუკიძე.
აკად.: გ. წულუკიძის გარდაცვალების შემდეგ, 1950-60 წლებში, კათედრას განაგებდა დოც.: ბ. აბესაძე.
1961 წელს, ბ. აბესაძის გარდაცვალების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრასთან გაერთიანდა გვირაბების გაყვანა-გამაგრებისა და ასაფეთქებელი სამუშაოების კათედრა, რომელიც 1938 წელს იყო დაარსებული და მას მუდმივად განაგებდა პროფ.: რ. ჯიქია.
1974 წელს კათედრის გამგე გახდა პროფ.: ე.ცისკარიშვილი, მან სამთო სპეციალობის სტუდენტებისათვის შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელოები. არის 5 საავტორო მოწმობისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში იგი სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქვეყნის საზოგადოებირივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე.
პროფ.: ე.ცისკარიშვილმა 1984 წელს ასაკის გამო დატოვა კათედრის გამგის პოსტი. იმავე წელს კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფ.:ბ.დემეტრაძე.
2002 წლიდან 2007 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ.: ი.გუჯაბიძე.
სამთო მანქანები და მოწყობილობები. კათედრის ისტორია იწყება 1930 წლიდან, როდესაც ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სამთო მექანიკის კათედრა. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო პროფ.: ი. კომპანიონი. შემდგომში, სხვადასხვა რეორგანიზაციებთან დაკავშირებით, მრავალჯერ მოხდა კათედრის სახელწოდების შეცვლა.1937 წელს სამთო მექანიკის კათედრის ბაზაზე შეიქმნა ორი კათედრა: სამთო მანქანების და ტრანსპორტის (კათედრის გამგე პროფესორი ნ.ტყემალაძე) და სამთო მექანიკის (კათედრის გამგე დოცენტი ი. ხუხუნაიშვილი).
პროფ.:ნ.ტყემალაძე 1937-1968წწ. იყო სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანებისა და მაღაროს ტრანსპორტის კათედროს გამგე, 1950-1959წწ. სამთო ფაკუულტეტის დეკანი, 1959-1962წწ. პრორექტორი.
1952 წელს შეიქმნა სამთო მექანიკისა და მარგი წიაღისეულის გამდიდრების (კათედრის გამგე დოცენტი ი. ხუხუნაიშვილი) და სამთო ელექტრომექანიკის. (კათედრის გამგე პროფესორი კ. ბარამიძე) კათედრები. 1968 წელს რამდენიმე კათედრის გაერთიანების, კერძოდ, სამთო მანქანების და ტრანსპორტის, სამთო მექანიკის და მარგი წიაღისეულის გამდიდრების კათედრების ბაზაზე ჩამოყალიბდა სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარების და ტრანსპორტის კათედრა, რომლის გამგედ არჩეული იქნა აკადემიკოსი ა. ძიძიგური.
ა. ძიძიგურის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად გადაყვანის შემდეგ, 1973 წელს კათედრის გამგედ არჩეული იქნა პროფესორი ვ. მუსხელიშვილი. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კათედრის სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
კათედრაზე მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: აკადემიკოსი ლ.მახარაძე, პროფ.:თ.გოჩიტაშვილი, პროფ.:ა.ქუთათელაძე და სხვები.
1989 წლიდან 2007 წლამდე კათედრას (შემდგომში მიმართულებას) ხელმძღვანელობს პროფესორი ა.ბეჟანიშვილი.
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა ჩამოყალიბდა 1931 წელს სამთო ხელოვნების კათედრის ბაზაზე პროფესორ გ. წულუკიძის ინიციატივით. კათედრამ შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ განიცადა რეორგანიზაცია, საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1968 წელს, როდესაც სამთო მექანიკისა და გამდიდრების კათედრას ცალკე გამოეყო სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრა. კათედრას მთელი ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროფ.:ი. ხუხუნაიშვილი.
პროფ.:ი. ხუხუნაიშვილის გარდაცვალების, შემდეგ კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფ.:თ. მხეიძე.
1978 წელს კათედრის გამგედ დაინიშნა პროფ.:რ. სტურუა.
პროფესორი რ.სტურუა მრავალმხრივი პიროვნება იყო. უკანასკნელ წლებში მან გამოსცა ლექსების რამოდენიმე კრებული, რომლებმაც ქართველი მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურეს. ამ კრებულებისათვის ის დაჯილდოებული იყო გალაქტიონ ტაბიძისა და აკაკი წერეთლის პრემიებით.
საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებასა და მარალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის პროფ.: რ.სტურუა დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
1990 -2007 წელებში სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრის გამგე იყო პროფ.:დ. ტალახაძე. მისი სამეცნიერო მუშაობის მიმართულებაა მყარი წიაღისეულის გადამუშავების ტექნოლოგიები.
1953 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა „სამთო სამუშაოთა ელექტროფიკაცია და ავტომატიკის“ კათედრა. მისი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე (კოტე) ბარამიძე. 1944 წლიდან მისი საქმიანობა მთლიანად დაუკავშირდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს. 1953-1973 წწ. იყო თავის მიერვე შექმნილი კათედრის გამგე და პრორექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგებში.
კათედრაზე მოღვაწეობდნენ პროფ. კოტე ბარამიძის საუკეთესო მოწაფეები: პროფ. ანზორ ფესვიანიძე, პროფ. გარბერტ ბუცხრიკიძე, პროფ. დავით პატარაია, დოც. ბესარიონ გელეიშვილი, დოც. თეიმურაზ ჯავახიშვილი, დოც. როინ ენაგელი, უფრ.მასწავლებელი მ. ონიანმა და სხვ.
1973-1991 წლებში კათედრის გამგე იყო პროფ.:ა.ფესვიანიძე. სამთო ელექტრომექანიკოსთა ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი.
კათედრაზე წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: პროფ. გ.ბუცხრიკიძე, დოც. ივ.რუხაძე, დოც. ლ.ასათიანი, დოც. ნ.არუდაშვილი, პროფ. თ ჯავახიშვილი, პროფ. დ. პატარაია, პროფ. რ.ენაგელი; დოცენტები: ბ. გელეიშვილი, ბ.რუსია, გ. შოთაძე, ა. ბობოხიძე, მ.წერეთელი, მ.ონიანი; უფროსი მასწავლებლები ს.აბესაძე, რ.დავითაშვილი; დამხმარე პერსონალი: ნ. ბერიძე, ჟ. ბრეგაძე, ნ.ბრეგაძე, ნ.რუხაძე, ნ. ბიბილაშვილი, ო. რჩეულიშვილი, თ.ბუთლიაშვილი.
1991 წელს „სამთო სამუშაოთა ელექტროფიკაცია და ავტომატიკის“ კათედრა გაიყო ორ ნაწილად და ჩამოყალიბდა „სამთო ელექტრომექანიკის“ და „სამთო წარმოების ავტომატიზაციის“ კათედრები.
სამთო ელექტრომექანიკის კათედრის დამფუძნებელი და მისი გამგე 2006 წლამდე იყო პროფ.: გ.გოგია. დღეს ამ მიმართულებით მოღვაწეობენ ცნობილი მეცნიერები პროფ.:ვ.ზვიადაური, მოწვ. პროფ.: მ. ცოცხალაშვილი, ასისტ. პროფ. ნ. მახარაშვილი და სხვა.
სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრა ჩამოყალიბდა 1992 წელს, როდესაც ის გამოეყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ კ. ბარამიძის მიერ 1953 წელს დაფუძნებულ „სამთო ელექტრომექანიკისა და ავტომტიკის“ კათედრას. 1992 წლიდან მოყოლებული კათედრის მეცნიერული კვლევის ძირითადი მმართულებებია: წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება, ოპტიმიზაცია და ავტომატური მართვის ხერხებისა და სისტემების დამუშავება; ბაგირგზებისა და საშახტო ამწევი მანქანების ბაგირთა სისტემები, მუხრუჭები და ავტომატიზაცია. ბაგირგზის ბაგირთა სისტემის კომპიუტერული მოდელირებისა და გაანგარიშების მეთოდის დამუშავება; ბაგირგზების მართვის სისტემები.
კათედრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1992-2007 წლებში იყო ტექნიკურ მეცნირებათა დოქტორი, პროფ.: გ. ბუცხრიკიძე. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ახალი სამეცნიერო მიმართულების - სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ავტომატიზაციის შექმნას და მომდევნო წლებში მტკიცე თეორიულ საფუძველზე დაფუძნებას.
2007 წლიდან კათედრას და შემდგომ მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ.: რ. ენაგელი.
მიმართულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა წარმოდგენილია ლაბორატორიული მოწყობილობით, რომლებიც განლაგებულია ორ სასწავლო ლაბორატორიასა და მიწისქვეშა შახტი-ლაბორატორიაში.
მიწისქვეშა ნაგებობებისა და შახტების მშენებლობის კათედრის ისტორია 1938 წლიდან იწყება. ამ წელს დაარსდა გვირაბების გაყვანა-გამაგრებისა და ასაფეთქებელი სამუშაოების კათედრა. 1938 – 1961 წლებში მისი ხელმძღვანელი იყო პრფ.:რ. ჯიქია. 1961 წელს კათედრა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრასთან გაერთიანდა. 1999 წელს ის ისევ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ კათედრად დასახელებით „მიწისქვეშა ნაგებობისა და შახტების მშენებლობა“.
1999-2002 წლებში კათედრის გამგე იყო პროფ.:ი.გუჯაბიძე. კათედრაზე მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: პროფ.:მ.მახარაძე, პროფ.:ა.გოჩოლეიშვილი,ასოც.პრაფ.: ზ.ლებანიძე, დოც.:თ.ხუროშვილი და დოც.:რ.მჟავანაძე. კათედრა ამზადებდა საინჟინრო კადრებს „შახტებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის“სპეციალობით.
სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი დღეს ამზადებს ბაკალავრებს და მაგისტრებს „სამთო და გეოინჟინერიის“, დოქტორებს კი „სამთო ტექნოლოგიების“ პროგრამებით.
აქ მოღვაწეობენ სამთო დარგის ცნობილი მეცნიერები, პროფესორები: ი.გუჯაბიძე, ა.აბშილავა, დ.ტალახაძე, ა.ბეჟანიშვილი, გ.მაჩაიძე, ნ.მოლოდინი, რ.ენაგელი, გ.გოგია, ა.გოჩოლეიშვილი, თ.შარაშენიძე, ზ.ლებანიძე, ვ.ზვიადაური, ა.გიგინეიშვილი, დ.კუპატაძე და სხვა.
დეპარტამენტში მომზადდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის ახალი სასწავლო პროგრამები. პროფ.:ა.გოჩოლეიშვილის, პროფ.:შ.შარაშენიძისა და პროფ.:გ.მაჩაიძის მიერ მოზადდა სერთიფიცირებული ამფეთქებლების პროფესიული განათლების პროგრამა. მათ მიერვე ქვეყნის ყველა მსხვილ სამთო საწარმოში დაინერგა აფეთქების თანამედროვე მეთოდები და საშუალებები.
დღეს დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და წიაღისეულის გადამუშავების თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.