საქართველოში ნავთობზე და გაზზე საძიებო-სადაზვერვო სამუშაოების გაფართოებამ დღის წესრიგში დააყენა ამ დარგში კვალიფიციური უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების მომზადების საკითხი, რაც არ არსებობდა 1952 წლამდე. ეროვნული კადრებით საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფესორ ალექსანდრე ლალიევის ინიციატივით 1952 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) “სასარგებლო წიაღისეულის ძიების” კათედრას გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა „ნავთობისა და გაზის გეოლოგიისა და ბურღვის კათედრა”, რომელიც ამზადებდა კადრებს შემდეგი სპეციალობით: “ნავთობის და გაზის საბადოების გეოლოგია და დაზვერვა” და “ნავთობის და გაზის ჭაბურღილების ბურღვა’’.
1974 წელს საქართველოში გახსნილმა სამგორის ნავთობის და გაზის საბადომ საჭირო გახადა ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავებასა და ექსპლუატაციას, ყოველივე ამის გათვალისწინებით გაიხსნა ახალი სპეციალობა ”ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავება და ექსპლუატაცია”
1974 წელს #70 კათედრა გაიყო ორ - ”ნავთობის და გაზის საბადოების ძიების და დამუშავების” - #70 და “ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის” – #88 კათედრად.
#70 კათედრა ამზადებდა ინჟინრებს ორი სპეციალობით: 1. “ნავთობისა და გაზის გეოლოგიის” და 2. “ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავება, ნავთობსადენებისა და გაზსაცავების ექსპლუატაციის’’.
„ნავთობისა და გაზის გეოლოგიის” სპეციალობით კურსდამთავრებულებს ენიჭებოდათ ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია, ხოლო “ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავება“ სპეციალობით კურსდამთავრებულები იღებდნენ სამთო ტექნოლოგიების ინჟინრის კვალიფიკაციას.
#70 კათედრას დაარსებიდან (1987წლამდე) ხელმძღვანელობდა გეოლ.მინ. - მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ალექსანდრე ლალიევი, ხოლო 1987–1991 წლებში კათედრას სათავეში ედგა გეოლ. მინ. მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, ზურაბ მგელაძე, 1991 წლიდან - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ნანი ხუნდაძე.
„ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის“ #88 კათედრის ხელმძღვანელად დაინიშნა დოცენტი ნიკოლოზ აბესაძე, 1987 წლიდან პროფესორი ირაკლი გოგუაძე, ხოლო 2007 წლიდან პროფესორი გურამ ვარშალომიძე.
2007 წლიდან ორივე #70 და #88 კათედრა გაერთიანდა ერთ „ნავთობისა და გაზის“ ტექნოლოგიების დეპარტამენტად, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესორი გურამ ვარშალომიძე. დეპარტამენტს გააჩნდა ორი მიმართულება: „ნ/გ საბადოების დამუშავები, ნავთობგაზსადენების და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის“ მიმართულება პროფესორ ნ. ხუნდაძის ხელმძღვანელობით და „ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის“ მიმართულება პროფესორ ი. გოგუაძის ხელმძღვანელობით.
დეპარტამენტის მიერ გამოშვებულია დაახლოებით 2000 სპეციალისტი. უზრუნველყოფილია ქართულ ენაზე გამოცემული სასწავლო და დამხმარე ლიტერატურით.
დეპარტამენტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას ძირითადად გადიოდნენ უცხოურ ნავთობმომპოვებელ კომპანიებში: „კანარგო-ჯორჯია“, „ფრონტერა-ისტერნ ჯორჯია“, „ იორის ველი“-ს კომპანიებსა. და BP (ბრიტიშ პეტროლიუმის) სატუმბ და საკომპრესორო სადგურებში.
ამჟამად პრაქტიკას გადიან ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და არსებულ უცხოური ნავთობმომპოვებელ კომპანიებში.
დღეისთვის დეპარტამენტში არის 13 კონკურსგავლილი თანამშრომელი, აქედან 4 სრული პროფესორი 7 ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი 2, უფროსი მასწავლებელი 1, ლაბორანტი 3.
2007 წლიდან საქართველოში დაფუძნდა პროფესიული უმაღლესი სწავლების საფეხური, შესაბამისად შეიქმნა “ნავთობისა და გაზის მეურნეობის”, „ნ/გ ჭაბურღილების ბურღვის“ სპეციალობები, რომლის სტუდენტებიც სასწავლო პრაქტიკას გადიან “ყაზტრანსგაზ-თბილისში’’, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, საქართველოს სხვადასხვა რაიონების გაზის მეურნეობის სამსახურში.
დეპრტამენტში მაგისტრები მზადდება ორი სპეციალიბით:
1. ნავთობისა და გაზის გეოლოგია.
2. ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავება, ნავთიბგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაცია.
თანამშრომლების მიერ ორ მიმართულებასა, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში იკითხება 30 საგანი. დეპარტამენტში არსებობს გეოფიზიკის, ჭაბურღილების ბურღვის ლაბორატორია, 2009 წლიდან გაიხსნა ნავთობისა და გაზის ქიმიური ანალიზის ლაბორატორია. დეპარტამენტი განთავსებულია სტუს მე-3 კორპუსი.
2012 წლიდან დაიწყო სწავლება რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები“