სტუ
17/04/2024

სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამა „მშენებლობის“ სწავლების მესამე წლის სტუდენტები კონცენტრაციებზე გადანაწილდებიან 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ხუთი სემესტრის შედეგების მიხედვით შემდეგნაირად:

სტუდენტი განცხადების ფორმას მისთვის სასურველი კონცენტრაციების მიხედვით 1, 2, 3, 4, …..9. თავად ავსებს.

იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტს კონკურსში მონაწილეობის მიღება მოუწევს, თავდაპირველად დაკმაყოფილდება უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, ხოლო დანარჩენები მონაწილეობას მიიღებენ მეორე რიგით დასახელებულ კონცენტრაციაზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება აკადემიური მაჩვენებელი.

კონკურსის შემთხვევაში, დაბალი აკადემიური მაჩვენებლის მქონე სტუდენტები კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მის მიერ არჩეულ მომდევნო რიგით კონცენტრაციაზე და ა.შ.  

სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაში არსებულ საკონტაქტო მობილურის ნომრებზე სტუდენტები მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.

2024 წლის 19 აპრილიდან 2024 წლის 19 მაისის მდგომარეობით ზემოთ აღნიშნული პროცედურების გაუვლელი სტუდენტები მექანიკურად გადანაწილდებიან კონცენტრაციებზე ვაკანტური ადგილების მიხედვით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება.

სარეგისტრაციო ფორმა


სიახლეებში დაბრუნება