ქართველი სტუდენტები მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
როგორც ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სასწავლო საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა.
დღეს, სოციალურ ქსელებში „არქიტექტურულმა ფორმა“ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 2017 წლის 20 ოქტომბერს ქართველმა სტუდენტებმა:ანი თევზაძემ, ნოდარ კვანჭიანმა, სალომე გუგუნავამ, სოფო პაქსაშვილმა და ნოდარ დეკანოსიძემ მოაწყვეს გამოფენა, რომელიც გაიმართა გამოფენების ციკლის “World in Polomi” - ის ფარგლებში. გამოფენაზე ქართველმა სტუდენტებმა პირველად წარმოადგინეს საკუთარი ქვეყანის კულტურა, ისტორია და არქიტექტურა. გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა.