2016 წლის 12 ნოემბერს სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩატარდა ყოველწლიური XXXIV სტუდენტური არქიტექტურული კლაუზურა–კონკურსი, თემაზე: „ ნეპტუნის რეზიდენცია ეგეოსის ზღვაზე“. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სტუ-ს და სამხატრო აკადემიის 52 სტუდენტმა.