2016 წლის 1–დან 4 ნოემბრამდე ჩვენს ფაკულტეტს ეწვია ესტონელ კოლეგათა დელეგაცია
2016 წლის 1–დან 4 ნოემბრამდე ჩვენს ფაკულტეტს ეწვია ესტონელ კოლეგათა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ტარტუს საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლები ქალბატონები კაიდი –კერლი კერნერი (Kaidi-kerli Karner) , კაროლი კოივი (Karoli Koiv) და ამავე უნივერსიტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის პროგარმის პროფესორი ბატონი ფრიდრიხ კულმანი (Friedrich Kuhlmann).
ბატონი კულმანი ორი დღის განმავლობაში ჩვენს პროფესორ–მასწავლებლებს და სტუდენტებს უზიარებდა იმ ივროპულ გამოცდილებას, რითაც ტალინის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტი გამოირჩევა სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის. ბატონმა კულმანმა წაიკითხა რამდენიმე ლექცია, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო ლანდშაფტების შეფასების ორიგინალურ მეთოდიკაზე, რომლის მიხედვით კულტურული ლანდშაფტი მრავალ განსხვავებულ კულტურულ შრეს აერთიანებს, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ის განვიხილოთ როგორც კულტურული სისტემა. ეს მეთოდიკა ლანდშაფტს განიხილავს როგორც 4 ტიპის სუბ–ლანდშაფტური შრისაგან შექმნილ სისტემას და რომელიც ქმნის ერთიან სურათს.
ლანდშაფტის ამ შრეების აღქმა ყოველთვის შედგება ინფორმაციისგან, ტექსტისგან, დიზაინისაგან, გამოსახულებებისაგან და ა.შ., რადგან ისინი აღწერენ ურთიერთობებს, რომელიც ყალიბდება ადამიანებსა და კონკრეტულ ადგილს შორის.
აღნიშნულმა მიდგომამ ჩვენი პედაგოგების და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია, რისი დასტურიც იყო პროფესორ კულმანის მოხსენებების დროს სავსე აუდიტორიები, რაც გვიან საღამომდე გრძელდებოდა. აღნიშნული მოვლენები ფართოდ გაშუქდა მედიაში და ინფორმაცია ტელევიზიით იქნა მიწოდებული ფართო საზოგადოებისათვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.