2016 წლის 27 თებერვლიდან 6 აპრილს ჩათვლით საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა "ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თბილისის III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი". უკვე ტრადიციად იქცა, რომ ამ ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულნი არიან სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის, გარემოს დიზაინის მოდულის პედაგოგებიც, რომელთა ინიციატივითაც გამოცხადდა კონკურსი ფესტივალისთვის აფიშის, ბანერის და მოსაწვევის შესრულებაზე. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ფაკულტეტის II კურსელი სტუდენტები. ა.წ. თებერვალში სპეციალურმა ჟიურიმ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები. სამივე ნომინაციაში გაიმარჯვა თამარ თავაძის (ჯგ.№6401) გრაფიკულმა ნამუშევრებმა. გამარჯვებულ კონკურსანტს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატალია დიღმელაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა გამარჯვებულის სიგელი და ფესტივალის ლოგოტი სპეციალურად დამზადებული პრიზი და საჩუქრები. ამასთან, გამარჯვებული აფიშა დაიბეჭდა და განთავსდა ქალაქის სივრცეში, ბანერმა დაამშვენა ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი დარბაზის სცენა, ხოლო მოსაწვევები დამზადდა და დაურიგდათ სტუმრებს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.