2015 წლის 21 იანვარს, ოთხშაბათს, 14.00 საათზე სტუ–ს არქიტექტურის ურაბნისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე N405 აუდიტორიაში გაიმართა ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ტიმოთი ვონგის (Timothy Wong) ლექცია თემაზე ლანდშაფტური არქიტექტურა – პარკების, ქუჩების, მწვანე ინფრასტრუქტურის დაგეგმარება. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველ სტუდენტებს შორის, რისი დასტურიც გახლდათ ლექციის შემდგომ კითხვა–პასუხის ფორმატში გამართული დისკუსიები.
