მობილობით გადმოსვლის მსურველი პირი, რომელიც სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე, გაივლის რეგისტრაციას (2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად.
2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტთა საბუთები მიიღება: 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. მისამართზე: კოსტავას 77, ადმინისტრციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი-334.
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
3. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
მაგისტრანტმა - ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი; დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით. (იხ. დანართი)
ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2026 წლის 19 თებერვლისა.