სტუ
13/01/2026

ფაკულტეტის 103 წლის იუბილე საერთაშორისო კონფერენციით აღინიშნა

IMG_1578.jpeg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი 103 წლისაა.

ფაკულტეტის იუბილეს ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდა. 

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

ღონისძიება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმა. 

კონფერენცია ქართველი და უცხოელი მკვლევრების, პრაქტიკოსი არქიტექტორებისა და ურბანისტების სამეცნიერო ნაშრომებსა და ხედვებს აერთიანებს,  რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული განვითარების აქტუალური საკითხების განსახილველად.