სტუ
16/11/2025

ქართველი პროფესორების ვორქშოპი საინჟინრო კომპანია 62308-ის ჯგუფის სტუდენტებისთვის

15 ნოემბერს, პროფესორ  ნ. ჩაჩავას ორგანიზებით, საინჟინრო კომპანიაში 62308 ჯგუფის სტუდენტებისათვის, ვორქშოპი ZERONE გაიმართა, სადაც ფაკულტეტის პროფესორები: თ. ჩიგოგიძე, ბ. თინიკაშვილი და დ. ბოსტანაშვილი მონაწილეობდნენ. 

ZERONE არის 2022 წელს დაარსებული მულტიფუნქციური საინჟინრო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრო, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების დაპროექტება-ინსტალაციაზე. 

კომპანია CitiZen-ის ფარგლებში იგი ახორციელებს ურბანული „სუპერბლოკების“ სისტემების განვითარებას ქვეყანაში თანამედროვე ინტეგრირებული ინჟინრულ-არქიტექტურული მიდგომებით BIM ტექნოლოგიების გამოყენებით. 

ZERONE მიმართულია პროექტირებაში ტექნიკურად მოწინავე, ენერგოეფექტურ და მდგრადი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მქონე ურბანული ინფრასტრუქტურის დანერგვაზე, რაც საქართველოში საზოგადოების საცხოვრებელი პირობებისა და მუნიციპალური გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ვორქშოპის ლოკაცია - რუსეთის სამხედრო სარდლობის ყოფილი შტაბის, ე.წ. ზაკვოს ადგილზე მდებარე Zaha Hadid Architects-ის პროექტის - CitiZen ის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო მოედანი.

პროექტის განხორციელება მიმდინარეობს კოლაბორაციით (ZHA) + ადგილობრივი/რეგიონალური ოფისი (ZERONE) + დეველოპური დაფინანსება Cityzen.