18 ნოემბერს, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ურბანული ეკოლოგიის ცენტრში ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა კარშის (უზბეკეთი) სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორ ზაფარ უზაკოვთან, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსთან და დოქტორ ფურკატ ბობომუროდოვთან, ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორთან.
თანამშრომლობის ფორმატში, მოეწყო პირდაპირი ჩართვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების და დოქტორანტების და კარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებთან და სტუდენტებთან გარემოს დაცვითი პრობლემების თემაზე.