სტუ
06/11/2025

ფაკულტეტს დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის პროფესორი ათანასე ილიოდრომიტისი ეწვია

5 ნოემბერს, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთის, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის პროფესორი ათანასე ილიოდრომიტისი ვიზიტით იმყოფებოდა. 

პროფესორი ათანასე ილიოდრომიტისი სტუდენტებს შეხვდა და ლექცია წაიკითხა თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და ზუსტი დოკუმენტირების კომბინირებული მეთოდები “. საინტერესო შეხვედრის დასასრულს, თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.