სტუ
24/06/2025

„არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე“- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ში

27 ივნისს, 11:00 - 18:00 საათამდე სტუ-ის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე საერთაშორისო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემებზე“ გაიმართება. 

ღონისძიება აუდიტორია C - 405 ჩატარდება. კონფერენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართება.

მომხსენებლებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებულია 15 წუთი. 

მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისათვის, კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.