საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტის კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაში პირველკურსელის 50-ზე მეტი ნამუშევარი - ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო წარმოდგენილი.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირისა და ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.