სტუ
30/09/2024

იუნესკო აცხადებს კონკურსს Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation

იუნესკო, UNITRAIN-ის ახალგაზრდების კომპეტენციის განვითარების პროექტის (UNESCO YCD) ფარგლებში, მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო ათწლეულის (IDSSD) ქოლგის ქვეშ, აცხადებს კონკურსს Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation.

 კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონე იდეებს. 

აღნიშნული მიზნით, იუნესკო იწვევს ახალგაზრდა დიზაინერებსა და ინოვატორებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე ასაკის მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრებს, მეცნიერებს და სხვა.

აპლიკაციების მიღების ვადაა 2024 წლის 13 ოქტომბერი. განაცხადები ჟიურის მიერ განიხილება, გამარჯვებულები კი, 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდებიან და მათი ვინაობა იუნესკოს ვებსაიტზე განთავსდება.

გამარჯვებულ გუნდებს იუნესკოს სერთიფიკატები გადაეცემათ და მათი პროექტები, IDSSD გლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებში, 
წარმოდგენილი იქნება როგორც, ძირითადი სარეკლამო მასალები. 

აღნიშნული კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ასევე, სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ბმულზე.  

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს.