სტუ
02/09/2024

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს - სოციალური პროგრამა

ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".
 
აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით.

ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).
 
წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 16 აგვისტოს №982472 ბრძანებას „საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესისა და ვადების, საჭირო დოკუმენტების ნუსხისა და განცხადებების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“

დანართი: საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილება და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 16 აგვისტოს №982472 ბრძანება.